ფეხბურთი

12:47 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "მძიმე მარცხია, მაგრამ სეზონის კარგად დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ინტერთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მძიმე მარცხი განიცადეს, მაგრამ ახლა სეზონის დარჩენილ ნაწილზე უნდა იფიქრონ.

„მძიმე მარცხია ყველაფრის გათვალისწინებით. ვცადე ჩემი ფეხბურთელების გამხნევება, რადგან ჩემპიონატი კარგად უნდა დავასრულოთ და შაბათს მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. სამწუხაროდ, ამჯერად დერბის ფრედ დასრულება ვერ შევძელით.

„ინტერმა“ სერია A-ს ამ სეზონში მხოლოდ ერთი თამაში წააგო, ფაქტობრივად შემთხვევით. 3-4 წელია ჩემპიონატში უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს. „რომასთან“ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც ვიმედოვნებდით, ვერ მივაღწიეთ მიზანს, რისიც გვჯეროდა. დღეს კი, ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ, ეს იყო ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი დერბი.

„მილანში“ ჩემი დრო ამოიწურა? არ ვიცი. 12 თვის წინ ინძაგი თითქოს „ინტერიდან“ გათავისუფლებული იყო, მაგრამ შემდეგ გააკეთა ის, რაც გააკეთა. აქ თავს კარგად ვგრძნობ, სეზონი კარგად უნდა დავასრულოთ და საუბრის დრო არაა“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ მეორე ადგილზეა და 5 ქულით უსწრებს „იუვენტუსს“, რომელსაც მომდევნო ტურში დაუპირისპირდება, ხოლო სხვა ტურნირებს უკვე გამოეთიშა.

0.114889