ფეხბურთი

11:38 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი "მილანის" პირველი მწვრთნელია, რომელმაც მადონინას დერბი 10-ჯერ წააგო

სტეფანო პიოლი გახდა მწვრთნელი, რომელმაც „მილანის“ თავკაცის რანგში „დერბი დელა მადონინა“ ყველაზე მეტჯერ წააგო.

პიოლიმ „როსონერის“ „ინტერის“ წინააღმდეგ ყველა ტურნირის გათვალისწინებით 15-ჯერ უხელმძღვანელა, საიდანაც 10 მატჩი წააგო, ამაზე მეტჯერ კი, დერბიში „მილანის“ არც ერთი სხვა მწვრთნელი დამარცხებულა.

გარდა ამისა, პიოლი კიდევ ანტირეკორდის ავტორი გახდა - ის პირველია „მილანის“ მწვრთნელებში, რომელმაც ზედიზედ 6-ჯერ განიცადა მარცხი მილანურ დერბიში.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ „მილანი“ 2:1 დაამარცხა და სკუდეტო „მადონინაში“ გამარჯვებით გაიფორმა, რაც ასევე დაუვიწყარი მომენტია „ნერაძურის“ გულშემატკივრებისთვის.

0.132009