მადრიდის „რეალის“ და „ბარსელონას“ მატჩში ყველაზე დიდი გამოხმაურება ლამინ იამალის მომენტმა გამოიწვია.
გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი? ლა ლიგაში Goal Line ტექნოლოგია არ არის, მსაჯებმა VAR-ის დახმარებით კი, გადაწყვიტეს, რომ ბურთი კარში ბოლომდე არ იყო შესული, შესაბამისად, მხოლოდ კუთხური დანიშნეს.
დღეს გასაჯაროვდა მთავარი მსაჯის და VAR-ის ოთახის მსაჯის დიალოგი იამალის ეპიზოდის მომენტში:
გვერდითი მსაჯი: „ჩემი აზრით, ბურთს ხაზი არ გადაუკვეთავს“.
VAR: „ვამოწმებთ, ერთი წუთი მოითმინეთ“.
მთავარი მსაჯი: „არ გვაქვს კარის ხაზის ტექნოლოგია, დაველოდოთ VAR-ის განხილვას“.
VAR-ის მსაჯი: „შეიძლება გოლია, მაგრამ ლუნინის სხეული ფარავს კადრს, რომელიც არ მუშაობს. ჩემთან არაფერი ჩანს, არც მეორე კადრით ჩანს და არც მესამე კადრით, სხვა რაკურსი არ გვაქვს“.
ისევ მთავარი მსაჯი: „არ ვიჩქაროთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ახლა ყველაზე კარგი ლოდინია“.
VAR-ის მსაჯი: „არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ბურთი კარშია, შესაბამისად, თამაში კუთხურით უნდა განვაახლოთ“.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.