ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში „უემბლიზე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონშიფის ბინადარ „ქოვენთრი სიტის“ დაუპირისპირდა და აშკარა ფავორიტიც იყო.
სკოტ მაკტომინეის, ჰარი მაგუაირის და ბრუნო ფერნანდეშის გოლებით ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 58-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდა. თითქოს, რა უნდა მომხდარიყო, „მანჩესტერი“ ფინალში ადვილად გადიოდა, მაგრამ ქვედალიგელმა „ქოვენთრიმ“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
სიმსმა, ჰ’ჰეირმა და რაიტმა ძირითად დროში „მანჩესტერს“ 3:0 ამოუქაჩეს და 3:3! დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც არაფერი შეცვლილა, თუმცა, „წითელი ეშმაკები“ მაგრად გადარჩნენ: 121-ე წუთზე „ქოვენთრიმ“ გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა.
საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც მანჩესტერელებმა 4:2 მოიგეს და ფინალში გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველი პენალტი კაზემირომ გააცუდა, მაგრამ შემდეგ „ქოვენთრის“ ფეხბურთელებმა 2 პენალტი ვერ დაარტყეს ზუსტად და სერია 2:4 წააგეს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფინალში „მანჩესტერ სიტის“ 25 მაისს შეხვდება.