ესპანეთის ლიგა ენდესას 30-ე ტურში „ლენოვო ტენერიფე“ „ვალენსიასთან“ საგარეო მატჩი უშანსოდ, 73:98 დამარცხდა.
კანარიელებმა აბსოლუტურად ვერაფერი გააწყვეს მეტოქის წინააღმდეგ და მარცხიც ლოგიკური იყო.
გიორგი შერმადინმა 14 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11 აღმოჩნდა.
„ლენოვო ტენერიფე“ 19 მოგებით და 11 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი, 1 მაისს, „უნიკახასთან“ შინ ჩაატარებს.