ფეხბურთი

20:43 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიის ჩემპიონატის მატჩი დიდთოვლობის გამო შეწყდა

შვეიცარიის სუპერლიგის 33-ე ტურის მატჩი „ციურიხსა“ და „სენტ გალენს“ შორის დიდთოვლობის გამო შეწყდა.

21 აპრილს, ციურიხში, მატჩის ნორმალურ ვითარებაში ჩატარება ვერ მოხერხდა და თამაში მე-5 წუთზე შეწყდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც სტადიონის ტექნიკურმა პერსონალმა ბალახი გაწმინდა, შეხვედრის გაგრძელება შესაძლებელი გახდა.

0.113662