ფეხბურთი

20:13 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

La Repubblica: კალცონას შესვენებაზე ნათანი ფეხბურთელებმა შეაცვლევინეს

ცნობილი იტალიური გაზეთი La Repubblica „ნაპოლიში“ განხეთქილების შესახებ იტყობინება.

წყაროს თანახმად, „ემპოლისთან“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე ფეხბურთელები გასახდელში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ცუდ თამაშში, მთავარი „განტევების ვაცი“ კი, ბრაზილიელ მცველ ნათანში იპოვეს.

როგორც გამოცემა წერს, ფრანჩესკო კალცონას ფეხბურთელებმა ნათანის შეცვლა მოსთხოვეს. რამდენად სიმართლეა ეს, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ნათანი მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გასულა და შესვენებაზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა და სერია A-ში იტალიის ჩემპიონის რანგში მე-10 მატჩი წააგო.

0.1287