ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, ტიტულის ერთ-ერთი კანდიდატი, „არსენალი“ „ვულვერჰემპტონს“ ეწვია და 2:0 დაამარცხა.
ანგარიში 45-ე წუთზე ბელგიელმა ლეანდრო ტროსარმა გახსნა, მეორე ბურთი კი 90+5 წუთზე ნორვეგიელმა მარტინ ედეგორმა შეაგდო.
ამრიგად, „არსენალმა“ 74 ქულა მოაგროვა და კვლავ გალიდერდა. მის უშუალო მდევარ „მანჩესტერ სიტის“ ერთი ქულით და ამდენივე თამაშით ნაკლები აქვს.