ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის დასრულდა. თამაში ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე გაიმართა. ნომინალურმა მასპინძლებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს.
ერთადერთი ბურთი 84-ე წუთზე „სიტის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ გაიტანა.
ამგვარად, „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასის ფინალში გავიდა, სადაც „ქოვენთრისა“ – „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.