ჩინეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში „შანდონ ტაიშანმა“ „ცანჟოუ“ 4:1 დაამარცხა, ვაკო ყაზაიშვილმა კი გოლი გაიტანა.
ქართველმა შემტევმა 66-ე წუთზე საჯარიმოში ძალიან კარგად ითამაშა და იმ დროისთვის ანგარიში 4:0 გახადა. ვაკო 77-ე წუთზე შეცვალეს. 31 წლის ფეხბურთელმა ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
„შანდონ ტაიშანი“ 7 ტურში მოპოვებული 11 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 აპრილს, „ჩენჯუს“ სტუმრად შეხვდება.