ფეხბურთი

18:32 | 19.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სირილ პუჟე მიქაუტაძეზე: "წარმოუდგენელია, რომ 29 წელი ეს შედეგი ვერავინ გაიმეორა"

„მეცის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სირილ პუჟემ განაცხადა, რომ გაუხარდა, როდესაც გიორგი მიქაუტაძემ მისი მიღწევა გაიმეორა.

მიქაუტაძე 1995 წლის შემდეგ „მეცის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლიგა 1-ში ზედიზედ ორჯერ მოახერხა მინიმუმ 2-2 გოლის გატანა. ბოლოს ეს 1995 წელს სწორედ სირილ პუჟეს მოეხერხებინა.

„დიდი ხანია „მეცს“ დიდი ბომბარდირი არ ჰყოლია. 29 წელი დაგვჭირდა ლოდინი ამ „რეკორდის“ გასამეორებლად, რაც წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა გამიხარდა და სასიამოვნოდ გამიკვირდა. ამავე დროს, ძალიან ამაყიც ვარ. ვფიქრობ, რომ ყველაზე ბევრი რამ მასზეა დამოკიდებული. „მეცი“ დღეს თუ კიდევ ცდილობს ლიგა 1-ში დარჩენას, ეს დიდწილად მისი დამსახურებაა“, - თქვა პუჟემ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 15 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი! ცხადია, ის „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია და მთელ ჩემპიონატში უკვე მერვე ადგილზეა, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე „აიაქსის“ რიგებში ირიცხებოდა...

„მეცი“ 26 ქულით ჯერაც გასავარდნ ზონაშია, მაგრამ 2 ქულით ჩამორჩება სამშვიდობოს, ხოლო 21 აპრილს, სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტ „ლე ჰავრს“ დაუპირისპირდება.

0.117429