ფეხბურთი

15:09 | 19.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტიც იქნება

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის შესახებ ისევ წერს. ამჯერად ცნობილი გამოცემა Corriere Dello Sport-ი.

წყაროს თანახმად, კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია. ახალ ხელშეკრულებაში ჩაიდება გამოსასყიდი პუნქტიც, როგორც ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში, რომლის გამოსასყიდი ფასი 130 მილიონია.

კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. თუმცა, კონტრაქტის განახლების შემდეგ ცხადია მისი ხელფასი გაიზრდება, დაახლოებით 4 მილიონ ევრომდე.

სავარაუდოდ, საკითხს წერტილ სეზონის დასრულების შემდეგ დაესმება. უკვე ძალიან დიდი ხანია საუბრობენ კონტრაქტის განახლებასა და ხელფასის მომატებაზე, მაგრამ ფაქტია, აქამდე ეს ოფიციალურად არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლიში“ ჩატარებულ 40 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. მთლიანობაში, იტალიურ კლუბში მან დღემდე 83 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.

0.122721