ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და ვარჯიში განაახლა. როგორც „ნაპოლის“ ვებგვერდი წერს, ქართველმა დღეს სრული დატვირთვით თავიდან ბოლომდე გუნდთან ერთად ივარჯიშა.
გასტროენტერიტის გამო ხვიჩამ გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო, მაგრამ პრობლემა სერიოზული არ გამოდგა.
„ნაპოლი“ 20 აპრილს, „ემპოლის“ ესტუმრება და ქართველიც მოედანზე უნდა ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 7-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.