ფეხბურთი

15:38 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ბენიტესმა პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე ისაუბრა

„ლივერპულის“ ყოფილმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა 2023/2024 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგის საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაზე ისაუბრა.

„მანჩესტერ სიტი“ ძალიან თავდაჯერებული გუნდია. მათ ჰყავთ კარგი შემადგენლობა, რაც საშუალებას აძლევთ, როტაცია მოახდინონ. ვფიქრობ, რომ ისინიც დაუშვებენ შეცდომებს, როგორც „ლივერპულმა“ და „არსენალმა“ შაბათ-კვირას? დიახ.

მაგრამ კონკურენტებსაც შეუძლიათ შეცდომის კიდევ დაშვება, ამიტომ ვფიქრობ, უპირატესობა ახლა „მანჩესტერ სიტის“ მხარეზეა“, - ციტირებს ტვიტერზე ბენიტესის სიტყვებს ჟურნალისტი დეივ ოკოპი.

ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის შემდეგ, „მანჩესტერ სიტი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დგას. გვარდიოლას გუნდს 73 ქულა აქვს. მეორე ადგილს „არსენალი“ იკავებს, სამეულს კი „ლივერპული ავსებს. ორივე გუნდი „ქალაქელებს“ ორი ქულით ჩამორჩება.

0.113964