„ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსს“ სასამართლო დავა მოუგო.
შედეგად, იტალიურმა კლუბმა პორტუგალიელს 9.8 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ეს არის ხელფასის ნაწილი, რომელიც „იუვეს“ რონალდუსთვის კოვიდპანდემიის პერიოდში უნდა გადაეხედა.
საქმე ეხება ე.წ. გადავადებულ ხელფასებს, როდესაც შეწყვეტილი სეზონის გამო კლუბი ფეხბურთელებს ხელფასს არ უხდიდა, თუმცა ის თანხა სეზონის განახლების შემდეგ უნდა დაეფარა, რაც როგორც ჩანს, მათ არ გააკეთეს. რონალდუ მთლიანობაში 19.5 მილიონის დაფარვას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ იტალიურ გრანდს თანხის ნახევარზე ოდნავ მეტის გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018-2021 წლებში თამაშობდა და 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა.