კალათბურთი

0:25 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 13 ქულა "ეფესთან", "ვირტუსი" ევროლიგის პლეი-ოფისთვის ბრძოლას აგრძელებს

ევროლიგის პლეი-ოფში გასასვლელი ნახევარფინალი თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც უკვე პლეი-ოფამდე ერთი ნაბიჯია.

იტალიელებმა რეგულარული სეზონი კატასტროფულად, ზედიზედ 7 წაგებით დაასრულეს და საქმეც ამიტომ გაურთულდათ. თუმცა, „ვირტუსმა“ ნახევარფინალში სტუმრად აჯობა თურქულ „ანადოლუ ეფესს“ – 67:64.

თამაში დაძაბული გამოდგა, რომელშიც გარდატეხა მეოთხე პერიოდში შეიტანეს სტუმრებმა, რომელიც 5 ქულით მოიგეს და გამარჯვებაც იზეიმეს.

თორნიკე შენგელიამ 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 12-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

"ვირტუსი" პლეი-ოფის საგზურისთვის ფინალში შენგელიას ყოფილ გუნდს, "ბასკონიას" დაუპირისპირდება.

0.11069