ფეხბურთი

21:27 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "გაგრა" დაამარცხა

„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში სტუმრად „გაგრა“ 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ანდრეს კარასკოს გუნდმა ამ სეზონში გასვლაზე პირველად მოიგო და გოლებიც პირველად გაიტანა.

ანგარიში 63-ე წუთზე ნიკოლოზ უგრეხელიძემ გახსნა, ხოლო 7 წუთის შემდეგ ვასილიოს გორდეზიანმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მან თორნიკე ოქრიაშვილის პასით გაიტანა.

„დინამო თბილისი“ 12 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 4 ქულით ბოლო პოზიციაზეა და გორის „დილას“ დაუპირისპირდება.

„გაგრა“ – „დინამო თბილისი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 უგრეხელიძე (63), 0:2 გორდეზიანი (70)

0.116325