ფეხბურთი

14:48 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გნაბრი ფიქრობს, დატოვოს თუ არა „ბაიერნი“

„ბაიერნის" თავდამსხმელი სერჟ გნაბრი მიუნხენურ გუნდს მხოლოდ მაშინ დატოვებს, თუ მისი მომსახურებით ტოპ-კლუბი დაინტერესდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთელი „ბაიერნში“ დარჩება - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

წყაროს ცნობით, „ბაიერნს“ გნაბრის ფასი ჯერ არ დაუდგენია, თუმცა თავდამსხმელის გაყიდვისთვის მზადაა. სერჟი „ბაიერნში“ 2017 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2026 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში სერჟმა ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.125616