ფეხბურთი

14:10 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ რაფინიას ფასი დაადო

„ბარსელონა" მზადაა გარემარბი რაფინია გაყიდოს, ოღონდ არანაკლებ 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ - წერს Sport.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი 27 წლის ბრაზილიელით ძალიან კმაყოფილია და ფეხბურთელის გაყიდვის შეთავაზებაზე დათანხმება გაუჭირდებათ. რაფინიას ფასზე გადაწყვეტილება პრემიერლიგის კლუბებიდან 60 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზების შემდეგ მიიღეს.

მისით დაინტერესებულ კლუბებს შორის არიან „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი.“

მიმდინარე სეზონში რაფინიამ ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბრაზილიელი „ბარსელონას“ „ლიდსიდან“ 2022 წლის ივლისში შეუერთდა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

0.113319