„ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა „ოსასუნასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან ასეთ დიდ გუნდს უკაპიტნა.
„მნიშვნელოვანი თამაში ჩემთვის! საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც „ვალენსიაა“! სამი ქულა და მშრალი კარი! მადლობა გულშემატკივრობისთვის“, - დაწერა მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 32 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი ტურია ის გოლს არ უშვებს, ამას თუ დავუმატებთ საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ ორ მატჩს, ბოლო 5 შეხვედრაა გოლი არ გაუშვია. ქართველ მეკარეს "ვალენსიაში" სულ 94 მატჩი აქვს ჩატარებული.
„ვალენსია“ 47 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში 20 აპრილს კი, „ბეტისს“ უმასპინძლებს, რომელსაც მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.