ფეხბურთი

20:20 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "წნეხის გარეშე ცხოვრება მოსაწყენია, შრომის შედეგად დღეს "ვალენსიაში" ვარ"

გიორგი მამარდაშვილი, ჟაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო „ვალენსიას“ აკადემიის მეკარეებს შეხვდნენ და მათ საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს.

„ღამურების“ სამივე მეკარე გაესაუბრა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მათ შორის, მამარდაშვილიც:

„ჩემთვის წნეხის გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენია. მშვიდი უნდა იყო, კარგად მოემზადო, გაუძლო და დატკბე ამ წნეხით“, - ასე უპასუხა გიორგიმ მეკარეების შეკითხვას, როგორია „მესტალიაზე“ 40 000 მაყურებლის წინაშე თამაში.

„აქ ფეხბურთის სათამაშოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს და საქართველოში ასე არ არის. პატარა რომ ვიყავი, 100 კმ-ის გავლა მიწევდა ყოველდღე და 100 კმ უკან, ადვილი არ იყო, მაგრამ ყოველდღიური მძიმე შრომით ახლა აქ ვარ. ეს შრომის დამსახურებაა“, - თქვა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე ესპანური გუნდის ღირსება 93 შეხვედრაში დაიცვა.

0.130547