კალათბურთი

13:10 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესაში ისევ ტურის MVP გახდა (+VIDEO)

„ლენოო ტენერიფეს“ კალათბურთელი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას 29-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ეს ჯილდო მიმდინარე სეზონში მეორედ მოიგო.

„ბილბაოსთან“ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, რითაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 43-ს გაუტოლდა, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

გიორგი მიმდინარე სეზონში ტურის MVP მე-17, 25-ე, 26-ე და 29-ე ტურებში გახდა, კარიერაში კი, 22-ედ. აღსანიშნავია, რომ ის ამ თვალსაზრისით კარგა ხანია რეკორდსმენია, შესაბამისად, ახლა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

0.557529