ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
გრაცელებმა გასვლაზე „ჰარტბერგს“ 3:1 აჯობეს, ხოლო კიტემ მე-60 წუთზე პენალტი დაარტყა ზუსტად, ბოლო წუთზე კი, იონ სტანკოვიჩს გაუწია ასისტენტობა და მოგებაში დიდი როლი ითამაშა.
მიმდინარე სეზონში ოთარს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს აქტივში.
„შტურმი“ ლიდერობას „ზალცბურგთან“ ერთად იყოფს, რომელსაც სულ რაღაც ორი ტურის წინ 5 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ ახლა ბრძოლა თავიდან იწყება. გრაცელები 19 აპრილს, შინ ვენის „რაპიდთან“ ითამაშებენ.