ფეხბურთი

14:40 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლში ლუჩანო სპალეტი დაბრუნდა

სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ფროზინონეს“ უმასპინძლა და „სტადიო მარადონაზე“ შეხვედრას ლუჩანო სპალეტი დაესწრო.

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნეაპოლში პირველად დაბრუნდა მას შემდეგ, რაც გუნდი დატოვა. ცხადია, მას „მარადონას“ პუბლიკა ოვაციებითა და აპლოდისმენტებით დახვდა.

სპალეტი ევრო 2024-სთვის ემზადება და ფეხბურთელებს აკვირდება. „ნაპოლი“ – „ფროზინონეს“ მისი გამოჩენაც პირველ რიგში ამას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021-2023 წლებში ავარჯიშებდა და „აძურის“ იტალიის ჩემპიონატი 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.

0.115789