„კარლსრუეს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გერმანიის II ბუნდესლიგის 29-ე ტურში „პადერბორნის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ქართველი ფორვარდი განაცხადში არ არის და როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი წერს, ამის მიზეზი ვირუსია და სავარაუდოდ, მომდევო ტურისთვის ბუდუ უკვე მზად იქნება.
ბუდუ ზივზივაძეს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.