ბასკი სპეციალისტი, ანდონი ირაოლა, რომელიც „ბორნმუთს“ უძღვება, მარტში ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს - წერს ტვიტერში პრემიერლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ნომინანტებს შორის იყვნენ „არსენალის“ დამრიგებელი მიკელ არტეტა, „ლივერპულის“ თავკაცი იურგენ კლოპი და „ტოტენჰემის“ მწვრთნელი ანგელოს პოსტეკოღლუ.
მარტში „ბორნმუთმა“ ირაოლას ხელმძღვანელობით ოთხი მატჩი ჩაატარა. ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში „ბორნმუთმა“ დაამარცხა „ბარნლი“ (2:0), შემდეგ ფრედ ითამაშა „შეფილდთან“ (2:2), ასევე მოიგო მატჩები „ევერტონთან“ (2:1) და „კრისტალ პალასთან“ (1: 0).
ამჟამად „ბორნმუთი“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. გუნდმა 31 მატჩში 41 ქულა მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს ეს ჯილდო მიკელ არტეტამ მიიღო.