ფეხბურთი

15:18 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ფულემის“ თავდამსხმელი მუნიზი პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ლონდონის „ფულემის“ ფორვარდი როდრიგო მუნიზი მარტში ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 22 წლის ბრაზილიელმა გასულ თვეში ინგლისის ჩემპიონატის ოთხ მატჩში ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მუნიზი ბრაზილიური „ფლამენგოს“ აღზრდილია, როდრიგო „ფულემში“ 2021 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 22 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მუნიზის მოქმედი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2026 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში და აქვს 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივა.

„ფულემი,“ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 32 ტურის შემდეგ, 39 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.

0.116785