ფეხბურთი

11:43 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი: "ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „მილანთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ბოლო წუთების გარდა ყველაფერი მოეწონა.

„65-70 წუთის განმავლობაში ბურთს ძალიან კარგად ვინარჩუნებდით, გარდა ამისა, ჩემს ხელში საუკეთესო ლუკაკუ ვნახე, ყველაფერი გააკეთა, ისე ითამაშა, როგორც ყოველთვის მინდა, რომ ითამაშოს.

მომეწონა სითამამე, ბოლოს დაცვაში გამოვლენილი ძალა, მაგრამ ბოლო 10-15 წუთში პატარა გუნდის მენტალიტეტი გამოვავლინეთ. ელ შაარავი მარჯვნივ? „მილანს“ მარცხნივ ჰყავს ჩემპიონები, რომლებიც ბოლო წლებში დომინირებენ. ვიფიქრე, რომ კრისტანტესთვის ტეო ერნანდესის დევნა მეტისმეტი დავალება იქნებოდა. ველაპარაკე სტეფანს და ვუთხარი, რომ მინდოდა მარჯვენა ფლანგზე ეთამაშა. მან ეს ფანტასტიკურად გააკეთა. მატჩის წინ ფეხბურთელების მჯეროდა და ვამაყობთ მათით“, - თქვა დე როსიმ.

შეგახსენებთ, „რომა“ – „მილანის“ საპასუხო მატჩი 18 აპრილს, „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართება.

0.119959