საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში „ალ-ჰილალმა“ „ალ-იტიჰადი“ 4:1 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.
თუმცა, ყურადღება მატჩის შემდეგ მომხდარმა ინციდენტმა მიიქცია. ერთ-ერთმა არაბმა გულშემატკივარმა შელაპარაკების შემდეგ „აი-იტიჰადის“ თავდამსხმელი აბდერაზაკ ჰამდალა გაამთრახა.
მაროკოელმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს წყალი შეასხა, მან კი, რამდენჯერმე მათრახი გადაარტყა. ალბათ, ფეხბურთში მსგავსი ფაქტი არავის გვინახავს... აღსანიშნავია, რომ "ალ-იტიჰადის" ერთადერთი გოლი სწორედ ჰამდალას აქტივშია.