ფეხბურთი

22:28 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "კრაკოვიაში" თავს კარგად ვგრძნობ, კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს"

„კრაკოვიას“ მცველმა ოთარ კაკაბაძემ თავის მომავალზე ისაუბრა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, კონტრაქტის განახლებაზე კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყველაფერი შესაძლებელია.

„ვსაუბრობ ჩემს აგენტთან და კლუბთან. ვფიქრობ, უახლოეს ხანში მეტი ინფორმაცია გექნებათ. რასაკვირველია შესაძლებელია, რომ დავრჩე, „კრაკოვიაში“ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. 3 წელია უკვე აქ ვარ, ჩემი ოჯახიც აქ ბედნიერია და ყველაფერი შესაძლებელია.

პირველ რიგში, მადლობა ჩვენს ყოფილ მწვრთნელს. დიდი ხანია ახალ მწვრთნელთან არ ვმუშაობთ, მაგრამ ყოველ დღეს მაქსიმალურად ვიყენებთ, რაღაც დეტალები შეიცვალა. ყველას საერთო მიზანი გვაქვს, გვინდა, რომ მოგება დავიწყოთ. „იაგელონიასთან“ 3 ქულისთვის ვითამაშებთ და ვფიქრობთ, კვირის მატჩისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, ოთარ კაკაბაძეს „კრაკოვიას“ მაისურით 69 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლი გაიტანა. მას პოლონურ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

0.118312