ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. როგორც Mediaset-ი წერს, ხელშეკრულება ერთი წლით, 2028 წლის ზაფხულამდე განახლდება და ქართველის ხელფასიც გაიზრდება.
Il Mattino-ს ცნობით კი, აურელიო დე ლაურენტისს სურს ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი ჩადოს, რომლის ფასი 150 მილიონი ევრო იქნება. მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლომდე კონტრაქტი განახლება, რომლის თანახმად, ხვიჩა სეზონში 4 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ხელფასი წელიწადში მხოლოდ 1.2 მილიონი ევროა.