15:39 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი დაძაბულ სათამაშო განრიგზე: „მიჩვეულები ვართ, ყველაფერი კარგადაა“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ევროპა ლიგის თამაშების გათვალისწინებით თავისი გუნდის მატჩების დატვირთულ გრაფიკზე ისაუბრა. დღეს, 11 აპრილს, მერსისაიდელები მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ევროტურნირის 1/4 ფინალის პირველ მატჩს იტალიურ „ატალანტასთან“ გამართავენ.

„შარშან საკმაოდ სწრაფად გავვარდით ევროპული შეჯიბრებიდან, მაგრამ, როგორც წესი, ტურნირებზე შორს მივდივართ ხოლმე. ასე რომ, ჩვენთვის ეს სრულიად ნორმალური სიტუაციაა. დიახ, ვარჯიშზე წვრთნა თითქმის შეუძლებელია, ჩვენ დიდ დროს ვხარჯავთ მოწინააღმდეგეების ანალიზზე. კვირას და შემდეგ ხუთშაბათს თამაში კარგია. უფრო რთულია, როცა ხუთშაბათს და შემდეგ კვირას გიწევს მინდორზე გასვლა. მაგრამ ყველაფერი კარგადაა, ჩვენ მიჩვეულები ვართ“, - ციტირებს კლოპის სიტყვებს ლივერპულის ოფიციალური საიტი.

0.117607