მაიამის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალის მეორე მატჩში „მონტერეისთან“ დამარცხებაზე ისაუბრა.
შეხვედრა 11 აპრილს გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით (3:1) დასრულდა. პირველ შეხვედრაში ფერნანდო ორტისის გუნდმა ანგარიშით 2:1 მოიგო.
„დღევანდელმა მარცხმა ამ შეჯიბრში ბრძოლის იმედი დაგვიკარგა. პირველ მატჩში „მონტერეის“ წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ და ამ შეხვედრაშიც მაქსიმალურად ვცდილობდით, სანამ ბერტერამემ გოლი არ გაიტანა. სწორედ მაშინ დასრულდა ჩვენთვის სერია", - განაცხადა მარტინომ.
მაიამის „ინტერი“კონკაკაფის ჩემპიონთა თასის გათამაშებას გამოეთიშა. ტურნირის ნახევარფინალში „მონტერეი“ „კოლუმბუს ქრიუს“ დაუპირისპირდება.