ფეხბურთი

11:16 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მესის საგოლე პასმა მაიამის „ინტერი“ ვერ გადაარჩინა

10-11 აპრილის ღამეს მექსიკურ მონტერეიში, კონკაკაფის ჩემპიონთა თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა „მონტერეისა“ და „ინტერ მაიამის“ შორის. მექსიკურმა კლუბმა 3:1 მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა (პირველი მატჩი 2:1).

31-ე წუთზე ანგარიში მასპინძელთა თავდამსხმელმა ბრენდონ ვასკესმა გახსნა. 58-ზე მისმა შემტევმა პარტნიორმა ხერმან ბერტერამემ მასპინძელთა უპირატესობა გააორმაგა. 64-ე წუთზე ნახევარმცველმა ხესუს გალარდომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

78-ე წუთზე სტუმრები უმცირესობაში დაჩნენ. მას შემდეგ, რაც მათმა მცველმა, ჟორდი ალბამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

85-ე წუთზე ნახევარმცველმა დიეგო გომესმა მაიამის „ინტერის“ ერთადერთი საპასუხო გოლი არგენტინელი თავდამსხმელის ლიონელ მესის გადაცემით გაიტანა.

მესი სტუმრების სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და სრული მატჩი ჩაატარა, ისევე როგორც მისმა თანაგუნდელმა, ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა.

0.116709