კალათბურთი

10:41 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის მორიგი სოლიდური დრო და 11 მოხსნა "ოკლაჰომასთან" (+VIDEO)

NBA-ში მორიგი სოლიდური სათამაშო დრო მიეცა სანდრო მამუკელაშვილს. ქართველი კალათბურთელის „სან ანტონიო სპურსი“ კი “ოკლაჰომასთან” 89:127 დამარცხდა.

24 წლის ფორმარდმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო, მოედანზე არასრული 26 წუთი გაატარა, რა დროშის 11 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა. სანდრომ ფარის მიმართულებით 8-ჯერ ისროლა, მათ შორის 3 შორი დისტანციიდან, თუმცა ქულები ვერ მოაგროვა.

მამუკელაშვილს +- მაჩვენებელი 11 ჰქონდა. ყველაზე შედეგიანი კი ოკლაჰომას კანადელი კალათბურთელი - შაი გილჯეს ალექსანდერი იყო. მან 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ხოლო „სან ანტონიოდან“ 20 ქულით ზაკ კოლინსი გამოირჩა.

ქართველის გუნდს 80 ტურის შემდეგ 20 მოგების საპირისპიროდ 60 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო პოზიციაზე იმყოფება. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 13 აპრილს, „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.131927