ფეხბურთი

2:11 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (3:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, კმაყოფილია და მიზანი ნახევარფინალში გასვლაა, მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული.

„ვამაყობ ჩემი გუნდით. ვფიქრობ, რომ შეცვლაზე ფეხბურთელები ძალიან კარგად ჩაერთნენ. მეტოქე მთელი კვირის განმავლობაში შევისწავლეთ, ვიცოდით, რომ მათ გარემარბებს მეტოქის მოტყუება შეეძლოთ. ჯერ დასრულებული არაფერია.

მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, ცოტა გაგვიჭირდა, რადგან პსჟ ძლიერ პრესინგს თამაშობდა. ჩვენი მიზანი ნახევარფინალში გასვლაა და უპირატესობა გვაქვს. კმაყოფილი ვარ, რადგან ახალგაზრდებმაც აჩვენეს, რომ მოწიფული ფეხბურთელები არიან. ეს წარმატება ლა მასიას დამსახურებაცაა. თუ ახალგაზრდა ფეხბურთელს ხარისხი აქვს, უნდა ითამაშოს, ლოდინი არაფერ შუაშია. ჩემი მომავალი? მხოლოდ საპასუხო მატჩზე და ნახევარფინალში გასვლაზე ვფიქრობ“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 16 აპრილს გაიმართება.

0.116058