ფეხბურთი

17:01 | 10.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" სერჟ გნაბრი ისევ გამოაკლდა

მიუნხენის „ბაიერნს“ სერჟ განბრი ისევ გამოაკლდა. გერმანელმა ფეხბურთელმა „არსენალთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და 70-ე წუთზე შეცვალეს.

ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება რომ აქვს, მატჩის შემდეგ თომას ტუხელმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ის მოედანზე ვერ გავა.

გნაბრი მოედანზე 3-თვიანი უქმობის შემდეგ თებერვალში დაბრუნდა, თუმცა ახლა ისევ ლაზარეთში ყოფნა მოუწევს.

გნაბრიმ „არსენალის“ წინააღმდეგ გოლის გატანაც მოახერხა.

0.121516