ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამარჯვება მოიპოვა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „მემფის გრიზლის“ შეხვდა და მეტოქეს 15-ქულიანი სხვაობით - 102:87 აჯობა.
აღნიშნულ შეხვედრაში დიდი სათამაშო დრო მიიღო საქართველოს ნაკრების წევრმა. სანდრომ პარკეტზე 26:26 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლის გაფორმება შეძლო.
მამუკელაშვილმა საკუთარ გუნდს 11 ქულა, 16 მოხნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. მან 6-დან 4 სროლა გამოიყენა, რომელთაგანაც 3-დან 1 სამქულიანი, 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო იყო.
ქართველი ფორვარდი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და +- მაჩვენებელი +11 იყო.
79 ტურის შემდეგ „სან ანტონიოს“ 20 მოგების საწინააღმდეგოდ 59 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 11 აპრილს, „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.