ფეხბურთი

20:26 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

Marca: მამარდაშვილი ახლა უკეთესია, ვიდრე 1 წლის წინ და მისმა ფასმაც მოიმატა

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალზე ავტორიტეტული გაზეთი Marca წერს.

წყაროს თანახმად, დამდეგ ზაფხულს მამარდაშვილი პირველი იქნება, ვის გაყიდვასაც კლუბი ეცდება, მაგრამ მხოლოდ სასურველი თანხის მიღების შემთხვევაში.

როგორც Marca იტყობინება, გასულ ზაფხულს „ვალენსია“ მზად იყო მამარდაშვილი 30 მილიონ ევროდ, უკიდურეს შემთხვევაში, 25 მილიონად გაეყიდა, მაგრამ მსგავსი შეთავაზება კლუბს არ მიუღია და მას „მესტალიაზე“ დარჩენა მოუწია.

თუმცა, სტატიაში აღნიშნულია, რომ გიორგი ახლა უკეთესი მეკარეა, ვიდრე ერთი წლის წინ, რადგან გარკვეულ ასპექტებზე იმუშავა და მოუმატა, შესაბამისად, „ვალენსიაში“ მისი ფასიც გაზარდეს და მოლაპარაკებებს ისინი სხვა კლუბებთან 35 მილიონი ევროთი დაიწყებენ.

ამრიგად, შარშანდელთან შედარებით მამარდაშვილის სათამაშო დონემ მოიმატა და ასევე გაიზარდა მისი საბაზრო ღირებულებაც. ჯერჯერობით, უცნობია, რომელი კლუბები შეიძლება დაინტერესდნენ 23 წლის ქართველი მეკარით, რომელსაც წინ ევროპის ჩემპიონატიც ელოდება, რამაც შეიძლება ინტერესი გრანდების მხრიდან კიდევ უფრო გაზარდოს.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე „ღამურების“ კარი 93 შეხვედრაში დაიცვა.

0.11888