საქართველოს ნაკრებისა და „კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი მცველი უშუალოდ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია. გასულ ტურში ოთარმა „ლოძის“ წინააღმდეგ (2:2) ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც მიმდინარე სეზონში მისთვის პირველი იყო.
ოთარ კაკაბაძეს მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელაც საგოლე პასი მიითვალა. „კრაკოვია“ 29 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო ტურში 14 აპრილს, „იაგელონიას“ სტუმრად შეხვდება.