ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვაში ქართველმა შემტევმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ის ზედიზედ მეორედ დაასახელეს „ნაპოლის“ ფანებმა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად - თებერვლის და ახლა უკვე მარტის. კვარა „ნაპოლის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გუნდის თვის MVP-ს ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.
მარტში კვარაცხელიამ „აძურის“ რიგებში ყველა ტურნირზე 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე იტალიური კლუბის მაისურით გამართულ 39 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.