ჭიდაობა

13:59 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩამიზო: "ჭიდაობა ლამაზია, მაგრამ კორუმპირებული ადამიანების ხელშია"

პარიზის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე, რომელსაც ბაქომ უმასპინძლა, თავისუფალ ჭიდაობაში 74 კგ წონით კატეგორიაში იტალიელ ფრანკ ჩამიზოს მასპინძელ ტურან ბაირამოვთან მსაჯებმა შეხვედრა წააგებინეს.

ყველამ დაინახა, რომ ჩამიზომ მეტოქეს რამდენიმე გდება გაუკეთა, მაგრამ არც ერთი შეუფასეს და გამარჯვებულად მასპინძელი გამოაცხადეს, რამაც ისედაც სკანდალურ სპორტის სახეობაში კიდევ უფრო დიდი ხმაური გამოიწვია. ჩამიზომ თქვა, რომ ისინი კორუმპირებული ადამიანები არიან.

„მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. ეს უბრალოდ კორუმპირებული ადამიანების ჯგუფია. ჩემი გული ტირის, ჩემი სპორტი ლამაზია. ვწუხვარ“, - თქვა ჩამიზომ.

ფრანკ ჩამიზოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად კიდევ ერთი შანსი ექნება, ის სტამბოლის სალიცენზიო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

0.102228