ტურინის „იუვენტუსი“ რომის „ლაციოს“ ნახევარმცველ ფელიპე ანდერსონს დაიმატებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და პრაქტიკულად ყველა დეტალი შეთანხმებულია.
ანდერსონს „ლაციოსთან“ კონტრაქტი ეწურება და „იუვეში“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ის ტურინელებთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს.
ფელიპე ანდერსონმა კარიერა „სანტოსში“ დაიწყო, ხოლო „ლაციოში“ 2013-2018 და 2021 წლიდან დღემდე თამაშობს. ამ პერიოდში მან რომაულ გუნდში 317 მატჩში 56 გოლი აქვს გატანილი. 2018-2021 წლებში ფელიპე „ვესტ ჰემის“ და „პორტუს“ ღირსებას იცავდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში მხოლოდ ორჯერ აქვს ნათამაშები.