სხვა

18:28 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ჩხეიძემ ოლიმპიადის სავალდებულო სალიცენზიო ჩათვლა გააკეთა

ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე, პარიზის ოლიმპიური თამაშების სავალდებულო სალიცენზიო ჩასათვლელ ტურნირზე 102 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა ირაკლი ჩხეიძემ იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში 170 კგ. დაძლია და მე-16 ადგილზე გავიდა, ჩხეიძე აკვრაში დაძლეული 211 კილოგრამით მე - 7 საფეხურზეა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 381 კილოგრამით მე-11 ადგილი ერგო.

აღსანიშნავია, რომ ჩხეიძემ მიმდინარე მსოფლიო თასზე სავალდებულო სალიცენზიო ჩათვლა გააკეთა.

0.114797