ფეხბურთი

17:02 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცენტრალურ მცველებში ფედერიკო გატი მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანია

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ფედერიკო გატის მიმდინარე სეზონში 4 გოლი დაუგროვდა, რითაც ტოპლიგებში საუკეთესოა.

25 წლის ფეხბურთელმა „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა (1:0) და სერია A-ში, პრემიერლიგაში, ლა ლიგაში, ლიგა 1-სა და ბუნდესლიგაში მოთამაშე ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ასევე 4 გოლია "რომას" ცენტრალური მცველის, ჯანლუკა მანჩინის აქტივში.

აღსანიშნავია, რომ გატის ოთხივე გოლი გადამწყვეტი იყო. მან „ტორინოს“ (2:0), „მონცას“ (2:1, ბოლო წუთზე), „ნაპოლის“ (1:0) და „ფიორენტინას“ (1:0) წინააღმდეგ გამოიჩინა თავი.

ფედერიკო გატი „იუვენტუსში“ 2022 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან ორი გოლი გაიტანა, თუმცა ორივე ევროპა ლიგაზე, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობის („სპორტინგთან“ 1:0 და „სევილიასთან“ 1:1).

0.116401