კალათბურთი

13:44 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 24 წუთი "ფილადელფიასთან"

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ „ფილადელფიასთან“ ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 126:133 წააგო. გამარჯვებულის გამოსავლენად კი, ორი ოვერ-ტაიმის თამაში გახდა საჭირო.

სათამაშო დრო ისევ სოლიდურად მიიღო ქართველმა კალათბურთელმა, რომელმაც პარკეტზე 24 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 6 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

სანდრომ 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 19 მოგებით და 59 წაგებით ბოლო, მე-15 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 10 აპრილს, სტუმრად „მემფისთან“ გამართავს.

დღესვე გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ჩიკაგო ბულსს“ 113:98 აჯობა. ქართველ ცენტრი მოედანზე მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში იყო და ბუნებრივია, რომ შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა.

0.112938