ფეხბურთი

10:17 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის გოლი ბოსნიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის 25-ე ტურში გიორგი გულიაშვილის „ველეზ მოსტარი“ „ბორაცს“ დაუპირისპირდა, ქართველმა ფორვარდმა კი, გოლი გაიტანა.

გულიაშვილმა თავის გამოჩენა 64-ე წუთზე მოახერხა, როდესაც ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. 22 წლის ფეხბურთელს ბოსნიის ჩემპიონატში 22 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა, გარდა ამისა, 2 გოლი თასზეც აქვს გატანილი.

„ველეზ მოსტარი“ 43 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 13 აპრილს, „ჟრინსკის“ სტუმრად შეხვდება.

0.119039