ფეხბურთი

23:34 | 6.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნს“ „შტუტგარტიც“ დაეწია

28-ე ტურში ბუნდესლიგაში მორიგი სენსაცია მოხდა: „ბაიერნი“ „ჰაიდენჰაიმთან“ დამარცხდა 2:3. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 იგებდა ჰარი კეინისა და სერჟ გნაბრის გოლებით. ლევერკუზენის „ბაიერმა“ კი სტუმრად „უნიონ ბერლინს“ ფლორიან ვირცის პენალტით 0:1 მოუგო და „რეკორდმაისტერს“ უკვე 16 ქულით გაუსწრო. ჩაბი ალონსოს გუნდს ჩემპონობის ოფიციალურად გაფორმებანდე ძალიან ცოტა დარჩა.

შაბათის სათამაშო დღის გვიან შეხვედრაში „შტუტგარმა“ სტუმრად დორტმუნდის „ბორუსია“ დაამარცხა გვინეელი სერუ გირასის ერთადერთი გოლით, 60 ქულა მოაგროვა და „ბაიერნს“ დაეწია.

გერმანია. ბუნდესლიგა. 28-ე ტური. 6 აპრილი: კიოლნი - ბოხუმი 2:1, მაინცი - დარმშტადტი 4:0, უნიონ ბერლინი - ბაიერი 0:1, ფრაიბურგი - ლაიპციგი 1:4, ჰაიდენჰაიმი - ბაიერნი 3:2, დორტმუნდი - შტუტგარტი 0:1

0.137282