ფეხბურთი

20:34 | 6.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ მოიგო, ახლა ჯერი „არსენალზეა“

დღეს, 6 აპრილს, პრემიერლიგის 32-ე ტურის შაბათის სათამაშო დღეს, ტიტულის ორი მაძიებელი თამაშობს „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი.“ მესამე - „ლივერპული“ კვირას ტურის მთავარ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება სტუმრად.

„სიტიმ“ „კრისტალ პალასი“ სტუმრად 4:2 დაამარცხა და ქულებით მერსისაიდელებს დაეწია, თუმცა ბურთების უარესი სხვაობის გამო მეორე ადგილზეა. „არსენალისა“ და „ბრაიტონის“ შეხვედრა კი ამ წუთებში მიმდინარეობს.

მანჩესტერელთაგან საუკეთესო ბელგიელი კევინ დე ბრუინი გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ინგლისი. პრემიერლიგა. 32-ე ტური. 6 აპრილი: კრისტალ პალასი - მანჩესტერ სიტი 2:4, ასტონ ვილა - ბრენტფორდი 3:3, ვულვერჰემპტონი - ვესტ ჰემი 1:2, ლუთონი - ბორნმუთი 2:1, ფულემი - ნიუკასლი 0:1, ევერტონი - ბარნლი 1:0, ბრაიტონი - არსენალი ამ წუთებში მიმდინარეობს

0.120785