ფეხბურთი

19:32 | 6.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" "ჰაიდენჰაიმთან" 2:0-დან დამარცხდა: "ლევერკუზენის" უპირატესობა 16 ქულაა! (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგაში „ბაიერნის“ ჰეგემონიის დამხობამდე აღარაფერი დარჩა - მხოლოდ დრო.

28-ე ტურში ტომას ტუხელის გუნდი დებიუტანტ „ჰაიდენჰაიმს“ ესტუმრა და 2:3 წააგო, რის შედეგადაც „ვერცხლის სინის“ მოგების შანსი კიდევ უფრო შეუმცირდა.

მატჩი ძალიან დრამატული გამოდგა. ჰარი კეინის და სერჟ გნაბრის გოლებით „რეკორდმაისტერმა“ პირველი ტაიმი 2:0 მოეგო და თითქოს, შინ 3 ქულა მშვიდად უნდა წაეღო, მაგრამ მეორე ნახევარში „ბაიერნი“ კოშმარში აღმოჩნდა.

50-ე და 51-ე წუთებზე მოახერხეს მასპინძლებმა ორი გოლის გატანა და გათანაბრება, ხოლო მატჩის მიწურულს ტიმ კლაინდიენსტმა დუბლი შეასრულა და „ჰაიდენჰაიმს“ ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა. ჯერ ის რად ღირს, რომ „ბაიერნს“ პირველად სძლიეს, მეორეც, 0:2-დან 3:2 დააქამბექეს. „ბაიერნმა“ ზედიზედ მეორედ წააგო.

პარალელურად, ჩაბი ალონსოს „ლევერკუზენმა“ ბერლინში „უნიონს“ 1:0 აჯობა და მიმდინარე სეზონში წაუგებელ მატჩთა რაოდენობა ყველა ტურნირის ჩათვლით 41-მდე გაზარდა. „ლევერკუზენი“ „ბაიერნს“ 16 ქულით უსწრებს!

წინ მხოლოდ 6 ტურია დარჩენილი და მომდევნო ტურში „ლევერკუზენი“ შინ ბრემენის „ვერდერს“ თუ დაამარცხებს, გერმანიის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდება! შეიძლება ეს მოგების გარეშეც მოახერხოს, თუ „ბაიერნი“ „კიოლნს“ ვერ დაამარცხებს.

ამრიგად, 2012 წლის შემდეგ პირველად გერმანიას ახალი ჩემპიონი ეყოლება.

„ჰაიდენჰაიმი“ – „ბაიერნი“ 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 კეინი (38), 0:2 გნაბრი (45), 1:2 სესა (50), 2:2 კლაინდიენსტი (51), 3:2 კლაინდიენსტი (79)

„უნიონი“ – „ლევერკუზენი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ვირტცი (45)

0.138942